
მომღერალი ეკა კვალიაშვილი, სოციალურ ქსელში, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს.
მომღერალი საკუთარ მდგომარეობაზე საუბრობს და კალაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
„მივმართავ თბილისის მერს, კახი კალაძეს.
არ მჯერა, რომ არ იცი ჩემი უსახლკარობის შესახებ, არ მჯერა, რომ არც ერთი პოსტი, სადაც მონიშნული ყავხარ უამრავ ადამიანს არ გინახავს, არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის, უამრავს აშენებთ, არ მჯერა, რომ ჩემმა ქვეყანამ, ამ უყურადღებობის გამო ისე მომაბეზრა თავი, სხვაგან გავრბივარ!!!
ძალიან შევწუხდი, ძალიან დავიღალე, ადამიანი, რომელსაც ,სიმღერის, სითბოს, სიყვარულის, სინათლის,სიკეთის მეტი არაფერი მინდა მივანიჭო ჩემს ქვეყანას, ანუ, მე დამიკიდეთ, ანუ, ვერ გავხდი ღირსი, რომ ყურადღება და სითბო მივიღო.. კარგი, იყოს ნება თქვენი, მაგრამ, რასაცა გასცემ შენიაო ნათქვამია, კარმა, მუშაობს! მადლობა კახი "ყურადღებისთვის“, - წერს კვალიაშვილი.
0
0