07/02/2022
13:19
სხვადასხვა
გავრცელებულ ხმებს თაკო ტაბატაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა და დაწერა:
„მინდა ვუპასუხო უამრავ შეკითხვას,რომელიც სოციალურ ქსელებში დამხვდა.
მე და გია უკვე მესამე წელია რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება. თუმცა ერთმანეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან თუმცა, გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები.“
0
0