მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, - ასე უპასუხა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი ძმის, ზურა ჯაფარიძის კონკურენტი, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.
„მე და ჩემი ძმა არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ ამ არჩევნებში“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც გია ჯაფარიძემ აღნიშნა, „ერთიანობის“კოალიციის წევრები, ასევე მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყვნენ ერთიანობის მომხრე, რადგანაც მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
როგორც ცნობილია, ძმები სხვადასხვა კოალიციაში შედიან - გია ჯაფარიძე “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ზურა გირჩი ჯაფარიძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შემავალი ერთ-ერთი პარტიის, “გირჩის” ლიდერია.
0
0