
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და თან დაწერა, რომ ეს “მოკლე შინაარსია ქართულად”.
ჯაფარიძე წერს:
"ზურაბიშვილმა (მოკლე შინაარსი ქართულად):
ოპოზიციის ბრალი ის არის, რომ არ აიძულებს სააკაშვილს აღიაროს დანაშაულიო;
სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ არ აღიარებს დანაშაულს და მერე არ იგინება დედაზე, რომ წავა ქართული პოლიტიკიდანო;
ხელისუფლების ბრალი ის არის, რომ ჰუმანურობას არ იჩენს და ამის მერე არ უშვებსო (ანუ ჯერ ზედა ორია დამნაშავეო);
ამის გამო ევროპას ვკარგავთო;
მე არაფერ შუაში ვარო;
მითუმეტეს ბიძინაო,
&@£ზეც ბანტიო“ - წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, „ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება“. ამასთან პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება.
0
0