24/02/2026
18:22

ანალიტიკოს ვახტან ძაბირაძეს არ სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ომში ჩართვას სთხოვდნენ- ამის შესახებ მან რადიო "სივრცის" ეთერში განაცხადა.
"მე არ მჯერა, რომ ხელისუფლებას ვინმე სთხოვდა ომში ჩართვას, წარმოადგინონ დოკუმენტები"- განაცხადა ძაბირაძემ.
"მახსოვს ფრაზა, მოახტით ტანკებს და ა.შ.... აქ საუბარია იმაზე, რომ იყო არასწორი განცხადება და არ უნდა ჩავრეულიყავით სამხედრო მოქმედებაში, ამაზე არავინ კამათობს. უბრალოდ, აქ ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ თურმე ყოფილა ზეწოლა. მაგრამ ზეწოლა რაში გამოიხატა, არავინ იცის. შეიძლება იკითხა ვინმემ, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ არა ზეწოლა. უარყვეს (დასავლეთის ელჩებმა) რომ არანაირი ზეწოლა არ არის და ამაში დარწმუნებული ვარ. თუნდაც, რაც მოხად 2008- ში 5 დღიანი ომი, არ ვიცი, რამდენად ჭკუადამჯდარი უნდა ყოფილიყო რომელიმე ელჩი, რომ ქვეყნისთვის ომში ჩართვა ეთხოვა. ახლა თუ აქვს ხელისუფლებას ეს დოკუმენტები გამოაქვეყნოს. ჩმეთვის ხელისუფლებას და მათ განცხადებებს დიდი ნდობა არ აქვს. ამიტომ ისინი უბრალოდ თავს იმართლებენ."- განაცხადა ძაბირაძემ.
0
0