22/01/2025
00:52
პოლიტიკა
მე სანქციები არ მახარებს და არ მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება, მაგრამ ამ სიტუაციაში რომ ვარ, არ მახარებს. მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს და უზარმაზარი ბიზნესი მაქვს უკრაინაში აწყობილი. წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და როდესაც ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ მათი სახლის გვერდით ჩამოვარდნილი ბომბების ფოტოებს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
„მე რომ ეს ქვეყანა მასანქცირებს და ჩემს მეგობრებს ვუხდიდი ბოდიშს, ეს ჩემთვის არის მძიმე და ზოგი აქეთ მიხდიდა ბოდიშს. პირველად რომ უკრაინის სიაში მოვხვდი, მაშინვე ჩამოვიდა ვიღაც იურისტი უკრაინიდან, რომელმაც მითხრა, რომ მე ამოგიყვან სიიდან, ოღონდ მილიონი დოლარი მომეცი. მე ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა არ მივცემდი. შემდეგ უკვე რომ წავიდა, დამირეკა და მითხრა, რომ კიდევ ერთი ვარიანტია სიიდან ამოღებისო, ერთი ძალიან კარგი ბიჭია ქართველიო, შენ იცნობო და იმას დაელაპარაკეო, აღმოჩნდა რომ გია ლორთქიფანიძეზე საუბრობდა. მე ვუთხარი, რომ მას არ დაველაპარაკებოდი.
ეს არის საქართველოზე მობმული კუდი, რომელიც მერე რაღაცნაირად უკრაინამდე მივიდა. მე, რა თქმა უნდა, უკრაინის სანქციები არ მადარდებს, გარდა იმისა, რომ ადამიანურად მიყვარს ის ქვეყანა.
სანქციები არის მრავალნაირი, სანქცია არის ძალიან ახალი ხილი. ამის გამოყენება დაიწყეს 2014 წლის შემდეგ, ამიტომ არავინ იცის ეს რა არის. თავიდან ისე იყო, რომ საერთოდ იურისტს ვერ იშოვიდი, ახლა ბევრად უფრო მეტი ვიცით ამ ყველაფერზე. რატომ ასანქცირებს ამერიკა არამოქალაქეებს, თავის მოქალაქეს არ ასანქცირებს. მე რომ ჩამსვამენ იმ სიაში, რომ ვიღაც გაურკვეველი უცხო ადამიანი, რომელსაც ვერც კი გვიმხელენ ვინ არის, რაღაც წერილს აგზავნის, 8 მილიარდი კაცი ცხოვრობს მსოფლიოში და ვიღაცა გაუგზავნის მარკო რუბიოს წერილს, სადაც მე ვწერივარ. არ ვიცი რა არის, რადგან არ მეუბნებიან ვინ გააგზავნა, მიმალავენ. ინგლისურად არსად არ იყო ეს ინფორმაცია. ეს იყო აქ დაწერილი, ამ ოფისში [რადიო „თავისუფლების“ ოფისში“] დაწერილი ქართულად.
მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება. მე რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვარ ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
0
0