21/10/2022
13:53
პოლიტიკა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელი სამედიცინო ექსპერტ ერიკ გოლდსმიტისა და გასტროენტეროლოგ ჯეიმს კობის დასკვნები ცნობილია. ამის შესახებ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, სურათი მძიმეა და არის ისეთი დიაგნოზები, რომლებიც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს:
„ბატონი გოლდსმიტის, ასევე გასტროენტეროლოგის და ბატონი კობის დასკვნები უკვე მიღებულია. ასევე მიღებულია ჟენევიდან გაეროს ექსპერტის დასკვნა.
საკმაოდ მძიმე სურათია, არის ბევრი ისეთი დიაგნოზი, რომელიც აშკარად საფრთხეში აგდებს მის სიცოცხლეს და არის ისეთი დიაგნოზები, რომლებიც ვერ განიკურნება სრულად. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ვატყობ, იქნება მძიმე, ამიტომ სასამართლომ, წესით, უნდა მიიღოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად დავამტკიცებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
0
0