
მძიმე დაავადებების მქონე პაციენტები მედიკამენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. პაციენტების მშობლებმა და ახლობლებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ისინი ამბობენ, ხშირად უჭირთ მედიკამენტების შეძენა მათი ღირებულების გამო, რაც პაციენტების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ პრემიერს საკითხის მოგვარებას სთხოვენ.
„სახელმწიფო თამაშობს ამ ბავშვებით. ხან გვაძლევენ ამ წამალს, ხან - არა. ვართ ძალიან ცუდ პირობებში. პრემიერთან შევიტანეთ წერილი და ვითხოვთ შეხვედრას. ფაქტია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ამ პრობლემას ვერ აგვარებს და ის უნდა გათავისუფლდეს არსებული თანამდებობიდან“, - თქვა უფლებადამცველმა თამარ იარაჯულმა.
დაავადებული პაციენტების მშობლების თქმით, მათთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა პრობლემაა, მათ შორის ფასის გამო, ისევე როგორც დეფიციტის გამო, რაც ხშირად იქმნება.
0
0