-share.jpg)
“საბა გადატყავებული ხელებით ჯართს აგროვებდა, რათა ძმისთვის პური ეყიდა! დღეს სერიოზული დაზიანება მიიღო“ - მძიმე ამბავი კახეთიდან; არასრულწლოვანს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
დიკა სალაყაია “ფეისბუქზე“ უმძიმეს ამბავს აზიარებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:
“საბა ხომ გახსოვთ?! გადატყავებული ხელებით ჯართს რომ აგროვებდა, რათა ძმისთვის პური ეყიდა… ჩვენ რომ დავეხმარეთ. დღეს სერიოზული დაზიანება მიიღო და კახეთიდან გადმოიყვანეს… ბავშვს აღარავინ ჰყავს დედის და პატარა ძმის გარდა….ისედაც უმძიმეს პირობებში იყვნენ და ახლა ეს უნდოდააააათ?!
თუ ვინმე მუშაობთ ბოკერიას კლინიკაში, საბა ეჟიაშვილი დღეს შემოიყვანეს და სანამ ადგილზე მივალ დედა ისეთ დღეშია. თან საერთოდ არავინ ჰყავთ და არაფერი აბადიათ. საბას გვერდით უნდა დავდგეთ, რაც შეგვიძლია...
ამხანაგმა კვადროციკლზე დასვა და გადმოვარდა. სერიოზული დაზიანებები მიიღო. ტვინის შერყევა აქვს, ჯერ-ჯერობით შენარჩუნდება თუ არა მკლავის ფუნქციონირებაზე ვერაფერს ამბობენ“ - წერს დიკა სალაყაია.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: #GE53BG0000000027533500
თიბისი ბანკი: #GE64TB7986745061100060
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026