28/07/2023
12:00
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები და მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია. სამედიცინო პერსონალისგან მოდის სიგნალები იმის შესახებ, რომ ისინი შიშობენ - შეიძლება, მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ.
არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
0
0