24/09/2024
12:05
არჩევნები 2024
პენსიონერებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ პირველი დეკემბრიდან აღარ მოგიწევთ საპენსიო სესხის პროცენტის გადახდა, ის 70-80-90 ლარი დაგრჩებათ თქვენ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მათი გამარჯვების შემდეგ პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება და პენსიონერებს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევთ.
„384 000-ზე მეტი პენსიონერი იხდის საპენსიო სესხს, იხდის ვალს „ლიბერთი ბანკის” კაბალურ პირობებში, ყოველთვიურად მათ უწევთ 70-80-90 ლარის გადახდა საკუთარი ისედაც მცირე პენსიიდან. ამიტომ, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, პირველი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება, არცერთ პენსიონერს არ მოუწევს ლიბერთი ბანკისთვის ამ ფულის გადახდა. წლებია, ამ საკითხზე ვიბრძვით, მაგრამ „ოცნებას” სცალია ყველაფრისთვის, არ სცალია პენსიონერებისთვის. პენსიონერებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ პირველი დეკემბრიდან აღარ მოგიწევთ საპენსიო სესხის პროცენტის გადახდა, ის 70-80-90 ლარი დაგრჩებათ თქვენ და აღარ მოგიწევთ ამის გადახდა. რაც შეეხება ლიბერთი ბანკს, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, პენსიონერების ძარცვას შევაჩერებთ და ამ მძარცველ ბანკს აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს იმ მძიმე პირობებისთვის, რაც პენსიონერებს შეუქმნეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 1 000-ლარიანი პენსია, რომელსაც მივაღწევთ ევროკავშირიდან 14 მლრ დაფინანსების მოზიდვის შემდეგ და უფასო მედიკამენტები ყველა პენსიონერს. საპენსიო სესხი განულდება პირველ დეკემბერს, 1 000-ლარიანი პენსია იქნება საქართველოში და მედიკამენტები იქნება უფასო ყველა პენსიონერისთვის, ანუ ის მედიკამენტები, რომელთაც თქვენ გამოგიწერთ ექიმი, აღარასდროს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევს“, – განაცხადა ვაშაძემ.
0
0