მდინარე კონექტიკუტში, დარტმუთის კოლეჯის სტუდენტის ვონ ჯანგის ცხედარი იპოვეს. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ბულინგის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს.
დელავერის მკვიდრი, 20 წლის ვონ ჯანგი, აივი ლიგის ინსტიტუტში Beta Alpha Omega-ს წევრი იყო. ის, უკანასკნელად, მდინარე კონექტიკუტის სანაპიროზე გამართულ წვეულებაზე ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანგი ღონისძიებიდან გაუჩინარდა და იმავე საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.
„კოლეჯიდან რამდენიმე ელ.წერილი მივიღეთ, სადაც მითითებულია, რომ შესაძლოა ჯანგის სიკვდილი ალკოჰოლის ჭარბი რაოდებით მიღებამ ან სავარაუდო ბულინგმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, ბულინგის ასპექტსაც განვიხილავთ, თუმცა „უხეში თამაშის“ შესახებ რაიმე მითითება არ მიგვიღია. ჯანგს ცურვა არ შეეძლო. მისი ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 20 მ-ის დაშორებით, წყალში 6 მ სიღრმეზე ვიპოვეთ,“ - თქვა ნიუ-ჰემფშირის პოლიციის უფროსმა ჩარლი დენისმა.
ექსპერტიზის შედეგების დადგენას 3-6 თვე დასჭირდება.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026