
ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო. ადიდებული მდინარის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მანქანაში მყოფი მოქალაქე გამოყვანილია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ინფორმაციისთვის, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. როგორც რწმუნებულმა განაცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
0
0