მდინარე იორდანესთან, საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია იქმნება
24/01/2022
11:22
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის გადმოცემული 4 000 კვ.მ მიწის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, პატრიარქის კურთხევით, აღნიშნულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.
„სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას, დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტსა და შემდეგ მშენებლობაზე გადავალთ. მინდა, ხაზი გავუსვა ამ პროცესში მისი უწმინდესობის უდიდეს როლს. მასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზისა და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსსა და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ბატონ ზაზა კანდელაკსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ კომისიის მუშაობაში ჩართვა საპატრიარქოს წარმომადგენლებს - მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორესა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს სთხოვა.
0
0
376
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%