
სერბეთის საპორტო ქალაქ პრაჰოვოს მახლობლად, ივლის-აგვისტოს გვალვამ დუნაიში წყლის დონის დაცემა გამოიწვია და მდინარეში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული, ფეთქებადი ნივთიერებებით დატვირთული ნაცისტური გემების ნამსხვრევები გამოჩნდა. ასევე 1950 წლით დათარიღებული 4 ხომალდი აღმოაჩინეს უნგრეთის დუნაი-დრავას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მოჰაჩთან ახლოს, სადაც დუნაის წყლის დონე მხოლოდ 1,5 მეტრს აღწევდა.
პრაჰოვოში აღმოჩენილი გემები იმ ასობით გემებს შორის იყო, რომლებიც 1944 წელს ნაცისტური გერმანიის შავი ზღვის ფლოტმა დუნაიში თავად ჩაძირა, როდესაც ისინი საბჭოთა ძალებისგან უკან იხევდნენ. გემის ნამსხვრევებმა შესაძლოა წყლის დაბალი დონის დროს მდინარის ტრაექტორია შეაფერხოს. მდინარის კალაპოტში ჯერ კიდევ შემორჩენილია გემების ჯავშნიანი კოშკები, გატეხილი ანძები და დეფორმირებული კორპუსები.
„ხალხი დაინტერესებულია ამ აღმოჩენებით და სამწუხარო ფაქტია, რომ გემების ბევრი ნაწილი დაკარგულია," - თქვა ენდრე შტელიკმა, დუნაი-დრავას ეროვნული პარკის მცველმა.
ევროპის კლიმატის სააგენტო Copernicus-ის განცხადებით, „აღმოსავლეთ ევროპა გვალვის კრიტიკულ პირობებს განიცდის, რომლებიც გავლენას ახდენს ნათესებსა და მცენარეულობაზე“.
Reuters-ის ინფორმაციით, მოჰაკში დუნაის წყლის დონის სამ მეტრამდე ზრდაა მოსალოდნელი. ასევე პოლონეთის ყველაზე გრძელი მდინარის, ვისტულას წყლის დონე რეკორდულად შემცირდა.
0
0