13/12/2022
13:38
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი იკვებება, მაგრამ შერჩევით იღებს მედიკამენტებს, რითაც თავად უქმნის საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას.
„მიხეილ სააკაშვილს მის მდგომარეობასთან შეუგუებლობით პოსტტრამვული სტრესული აშლილობა და დეპრესია აქვს. მისი მხრიდან შიმშილობამ, როგორც პროტესტის ფორმამ, არ გაამართლა, რადგან მან ეს ვერ შეძლო და კუჭის რეზექციის მიუხედავად, დაშვებულზე მეტი (თაფლიანი წყალი, ლიმონათი და ხილის ფაფები) მიიღო.
დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი იკვებება, მაგრამ შერჩევით იღებს მედიკამენტებს, რითაც თავად უქმნის საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას. მისი ის კლინიკური სიმპტომატიკა, რაზეც მთელი ოპოზიციის დესტრუქციულ-პოლიტიკური გეგმები ეწყობა, სინამდვილეში, სააკაშვილის მდგომარეობასთან სავსებით თავსებადია და მეტიც, თავად მას სურს ამ მდგომარეობაში ყოფნა.
მეტიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მადის დასაკარგად ის დღეში ხუთ კოლოფ ელექტროსიგარეტს მოიხმარდა, დღეს კი მას ელექტროსიგარეტის გამოყენება შეეზღუდა, რადგან მოწევა მჭიდრო კავშირშია საკვების მიღებასთან და წონის კლებასთან.
ნიკოტინი, რომელიც მიიღება მოწევით, ან უკვამლო გზებით, ითვლება მადის დამთრგუნველ ძირითად კომპონენტად.
ფაქტია, მისი ჯანმრთელობისათვის თავად არა, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს!
მინაწერი: მიხეილ სააკაშვილი არის პერსონა რომელსაც ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა მართლა უღირს საკუთარი სიცოცხლის ფასად!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook - ზე.
0
0