
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მისი რეანიმაციაში გადაყვანა არ იგეგმება.
"სტაბილურია მისი მდგომარეობა. სიმპტომები რაც არის კოვიდისთვის დამახასიათებელი, მსუბუქი ფორმისთვის უფრო. შეიკრიბა კონსილიუმი, არც ყოფილა საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე იმიტომ, რომ მისი პარამეტრები, ეს იქნება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ განყოფილებაში გადაყვანას. დაინფიცირებასთან დაკავშირებით მუშაობს ამაზე ჩვენი ეპიდენიოლოგიური სამსახური, გაიტესტა უმრავლესობა და პასუხი ყველასი უარყოფითია, ვინც დარჩენილია სხვებიც გაიტესტებიან", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს კოვიდი გუშინ დაუდასტურდა, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით “ვივამედშიც” დაადასტურეს.
0
0