
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.
ადვოკატის განცხადებით, ექიმებს უჭირთ იმის დადგენა, თუ საიდან აქვს სიცხეები.
„ახლა მიდის დასკვნების შეჯერება და განთავსება საერთო დასკვნაში. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევით ნაწილს, ჯერ არა დასრულებულა, უახლოეს დღეებში ველოდებით. ყველაფერი განთავსდება ძირითად დასკვნაში და გაიცემა საბოლოო დასკვნა.
მდგომარეობა საკმაოდ რთულია. აქვს სიცხეები. სამედიცინო პერსონალს და კლინიკას უჭირს იმის დადგენა რის გამო აქვს სიცხეები და საიდან მომდინარეობს.
დაიდება საბოლოო დასკვნა და ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ, რა ფორმით მივმართოთ და მივმართოთ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
0
0