-share.jpg)
თელავის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 35 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ორი წლის ბავშვს, რომელიც სხეულზე მრავლობითი დამწვრობებით და სისხლჩაქცევებით ჯერ გურჯაანში, შემდეგ კი თბილისში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
მალევე, მომხდარზე მცირეწლოვნის მამა დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026