17/01/2025
15:00
საზოგადოება
61 წლის ნინო ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ქალი, 6 წელია, ლეიკემიას ებრძვის. დახმარების თხოვნით, საზოგადოებას მისი ქალიშვილი მიმართავს.
"მჭირდება დახმარება ჩემი დედიკოსთვის.
ბევრი იცნობთ, ბევრიც არ იცნობთ... დედა ყველასთვის ძვირფასი და ერთადერთია. ჩემი დედიკო განსაკუთრებული სიძლიერის, სიკეთისა და სიყვარულის მატარებელია. მეექვსე წელია, ლეიკემიას ებრძვის და, მისი პოზიტიურობით და სიცოცხლის სიყვარულით, აი, ასე გამოიყურება... სამწუხაროდ, ბოლო 3 თვეა, მდგომარეობამ პირი იცვალა და გაუარესება დაიწყო. ახლა მივედით იქამდე, რომ, ფაქტობრივად, უმართავია მდგომარეობა...
დავაწვინეთ კლინიკაში 7 დღით, თუმცა, ექიმის თქმით, (ვციტირებ) ბეწვის ხიდზე გავდივართ. აქ ყველაფერი ვცადეთ, მოვისმინეთ და გავაკეთეთ, ახლა კი იძულებული ვარ, დახმარება გთხოვოთ - დახმარება იმისთვის, რომ დედა გადავარჩინო.
ვეკონტაქტებით თურქეთს, გველოდებიან და ძალიან გვაიმედებენ, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენთვის შეუძლებელ თანხებს უკავშირდება... რომც არ წავიყვანოთ, აქაური ექიმის დანიშნულებით, თვეში 1200$-ის ღირებულის მედიკამენტი სჭირდება... მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, თითოეული თქვენგანის ძალიან მცირედი დახმარება დედაჩემისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იქნება. მადლობა და ბოდიში", - წერს ნინო ქირიას შვილი და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს:
TBC ბანკი
GE93TB7845545064300032
მიმღები ვ.ა.
საქართველოს ბანკი
GE70BG0000000523507386
მიმღები ე.ა.
0
0