
საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთს ვერ სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. თავის მხრივ, პოლონელებმა ჯგუფი მოგების გარეშე დაასრულეს და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.
56′ წუთი. ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში გუნდებმა მეტი მონდომებით შეუტიეს და ორი პენალტიც დაინიშნა. პირველი კილიან მბაპემ დაარტყა და ევროებზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. მანამდე მას ევროპის ჩემპიონატებზე 535 წუთი და 35 კარის მიმართულებით უშედეგო დარტყმა ჰქონდა.
79′ წუთი. რობერტ ლევანდოვსკიმ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას პირველ მცდელობაზე ფრანგების მეკარე მენიომ აუღო, თუმცა ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ მეკარე დარტყმისას ხაზზე არ იდგა და მსაჯმა რობერტს მეორედ დაარტყმევინა. მეორე მცდელობა უკვე შედეგიანი აღმოჩნდა.
ჯგუფში პირველ ადგილზე ავსტრიის ნაკრები გავიდა, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში ნიდერლანდები დაამარცხა. მეორე საფრანგეთია, ხოლო მესამე – ნიდერლანდები.
0
0