-share.jpg)
პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარი ჩემთვის მარტივი არ იქნება. მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები მსჯავრდადებულ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - „არა და არასდროს“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, შესაძლოა, თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს.
„პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარი ჩემთვის მარტივი არ იქნება. მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები მსჯავრდადებულ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - „არა და არასდროს“. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ამასთან დაკავშირებით, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ის საქართველოს მოქალაქე არ არის, მას პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება არ აქვს, არ შეუძლია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე იყოს, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, სადაც ამბობენ რომ მათ პოლიტიკური ლიდერი ჰყავთ მიხეილ სააკაშვილის სახით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითია. აქ ჩართულია მერაბიშვილი, კეზერაშვილი და სხვა ყველა, ვისაც რეალურად ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, უბრალოდ ამ ადამიანების მარიონეტები არიან“, - განაცხადა ბრეგაძემ.
0
0
ლონდონში სიცხემ 263 ადამიანი იმსხვერპლა
09/07/2025