08/07/2022
16:09
პოლიტიკა
მაუწყებელში მუშაობა კითხვების დასმას გვავალდებულებს და არა პოლიტიკურ შეფასებებებს, თმენის ვალდებულება კი ჩემი მთავარი ორიენტირია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი თამთა სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც მას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე უხეში ტონით ესაუბრა.
“მეგობრებო❤️ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სივრცე, სადაც ყველა მოვლენა შელამაზების და დამახინჯების გარეშე შუქდება.. ჩემი, როგორც ამ ტელევიზიის თანამშრომლის მთავარი ფუნქცია მაყურებლამდე ამბების მიუკერძოებლად მიტანა და ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ იმ შეკითხვების დასმაა, რომლებიც მათ მიმართ ობიექტურად ჩნდება.. ბუნებრივია, იგულისხმება კრიტიკული და მწვავე შეკითხვებიც… საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა კითხვების დასმას გვავალდებულებს და არა-პოლიტიკური შეფასებების კეთებას… სამწუხაროა, რომ ბოლო ორი ეთერის გამო ამ
მარტივი მოცემულობის განმარტება მიწევს…
თმენის ვალდებულება კი ჩემი მთავარი ორიენტირი და სამუშაო პრინციპია პროფესიული საქმიანობის დროს. მათთვის, ვინც პირველი არხის ყურების გარეშე, ან სუბიექტური აღქმებით ცდილობს ამ ტელევიზიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას-,,მოამბის” და გადაცემების ყველა ჩანაწერი საჯაროდ ხელმისაწვდომია.. დიდი მადლობა ყველას იმ სიტყვებისთვის, რასაც მწერთ.. თითოეული თქვენგანის შეფასება ჩემთვის მთავარი ინდიკატორია… ყველაზე მთავარი ხართ თქვენ-მაყურებელი❤️❤️❤️” – წერს თამთა სანიკიძე.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ, რომელსაც ჟურნალისტის კითხვა არ მოეწონა მას ასე მიმართა: ამ კითხვით მარტო მე კი არ დამცინით, მგონი თქვენს თავსაც და საზოგადოებას დასცინით -უნდა დაასაბუთოთ, რატომ ფინანსდებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან
0
0