
Mattel-მა აუტიზმის მქონე პირველი ბარბი გამოუშვა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ თოჯინა საქველმოქმედო ფონდთან Autistic Self Advocacy Network-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ბარბის შემქმნელებს მისი მეშვეობით სურდათ ბავშვებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ აღიქვამენ აუტიზმის მქონე ადამიანები გარესამყაროს და როგორ ცხოვრობენ მასში.
ბარბის ოდნავ გვერდით იყურება, როგორც ზოგიერთი აუტიზმის მქონე ადამიანის შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირ მზერით კონტაქტს თავს არიდებენ. მას იდაყვებსა და მაჯებში ხელები ეხრება, რითაც იმ განმეორებადი მოძრაობების იმიტაცია ხდება, რომლებითაც აუტიზმის მქონე ადამიანების ნაწილი მღელვარებას გამოხატავს.
ბარბის ხელში ასევე უჭირავს სტრესის მოსახსნელი სპინერი, ხოლო თავზე ხმაურდამხშობი ყურსასმენები, რომლებიც სენსორული გადატვირთვის თავიდან აცილებაში ეხმარება. მეორე ხელში თოჯინას უჭირავს პლანშეტი სიმბოლური კომუნიკაციის ღილაკებით, რაც ურთიერთობის გაადვილებას ემსახურება.
მანამდე კომპანიამ გამოუშვა ბარბი, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი, დაუნის სინდრომი, და ხილვადობის პრობლემები აქვს.
0
0
15 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
13/01/2026