
აუცილებლად მომზადდება კანონპროექტი, არ იქნება არავის უფლება დარღვეული და პირიქით, ის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, დაიცავს ყველას უფლებას, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ძალიან მზაკვრული გეგმა როგორ ცდილობს ერთის მხრივ რადიკალური ოპოზიცია და მეორეს მხრივ „თბილისი პრაიდი“ ახალი კანონპროექტი შეფუთონ, თითქოს ეს იქნება ევროპის საწინააღმდეგო სვლა ხელისუფლების მხრიდან. კანონპროექტი ფსევდოლიბერალური, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიმართული, არავის უფლებას შელახავს და პირიქით, დაიცავს ჩვენს საზოგადოებას, მომავალ თაობას მავნე ზეგავლენისგან. უნდათ, რომ იგივე სცენარი გაათამაშონ ჩვენს ქვეყანაში, რაც 1 წლის წინ მოხდა. აუცილებლად მომზადდება კანონპროექტი, არ იქნება არავის უფლება დარღვეული და პირიქით, ის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, დაიცავს ყველას უფლებას, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად, დაიცავს ჩვენს საზოგადოებას ლგბტ პროპაგანდის მავნე ზემოქმედებისგან, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში არის საკმაოდ გააზრებული. ოპოზიციას ეშინია ამ საკითხზე მსჯელობა, რადგან მათ კარგად იციან, რომ საზოგადოების მხრიდან ისინი უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდებიან. ამიტომაც ელოდებიან კანონპროექტს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარედგინება. სწორედ კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. მმართველი გუნდი ოპოზიციას პროპაგანდის მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ ამხელს.
0
0