
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.
ანჯაფარიძის თქმით, დარჩიაშვილის მოსაზრება, რომ “სტრასბურგის სასამართლოს ვერ აუხსნი მიზეზებს თუ რატომ მოკლეს შავაძე, მისი გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და სასამართლო ყორღანაშვილსაც დაიცავდა”, სწრაფ დეგრადაციაზე მეტყველებს. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ამგვარი განცხადებები ადასტურებს, რომ მგავსი “მორალის” მქონე ადამიანები, ქართული საზოგადოებისთვის უცხო სხეულები არიან. “ფეისბუქში ბევრი ატრიალებს ნაცების ექსდეპუტატის, ეხლა კი ილიაუნის პროფესორის დავით დარჩიაშვილის ამაზრზენ სტატუსს როინ შავაძეზე. მე განზრახ არ გავაზიარებ. დედაარსი ასეთია: იმსახურებდა მოკვლასო. მოკლედ, მთელი ამ შემადგენლობის სწრაფი დეგრადაცია მიდის. მათი "მორალი" სრულიად განსხვავებულია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალისგან და ასე მგონია მართლა რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა დაწერა:
„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?", - წერს დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.
0
0