19/12/2024
19:06
საზოგადოება
პირადად ჩემი თხოვნა იყო დელეგაციის მისამართით, რომ გარდა განცხადებისა, კონკრეტული ნაბიჯებიც გვჭირდება მათგან , - ამის შესახებ “ტვ ფორმულას” ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც როგავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დელეგაციის წევრები ინფორმირებულები არიან და კონკრეტული გზავნილები ექნებათ “ქართული ოცნების” მიმართ.
“დაწვრილებით ვისაუბრე კონკრეტულად ჩემს საქმეზე, იმის შესახებ, რომ გამოძიებას ამ დრომდე არაფერი კონკრეტული არ გაუკეთებია. სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოღებულია თუ არა - ამ კითხვაზე პასუხიც კი ვერ მივიღე.
პირადად ჩემი თხოვნა იყო დელეგაციის მისამართით, რომ გარდა განცხადებისა, კონკრეტული ნაბიჯებიც გვჭირდება მათგან. ვუთხარი, რომ მათი ნეიტრალური განწყობა აძლიერებს ამ რუსულ სისტემას, რომელიც მიზანმიმართულად უსწორდება ამ შემთხვევაში კრიტიკულ მედიას იმისთვის, რომ დაგვაშინოს და ამ ფორმით ჩაახშოს ხმა ამ ქვეყანაში.
მათი განწყობა იყო ძალიან მკაფიო, ბევრ რაღაცაზე აქვთ ინფორმაცია და მივიღეთ პირობა, რომ იქნება ძალიან კონკრეტული გზავნილები “ქართული ოცნების” მისამართით”, - განაცხადა როგავამ.
0
0