03/04/2023
20:49
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
სალუქვაძე წერს:
„ჟო’ზვიაკმა დაწერა, საქართველომ შესაძლოა კანდიდატის სტატუსი მიიღოსო და ერთი “მესიჯბოქსით” დაირაზმნენ კოლექტიური ნაციონალები, ხალხმა გააკეთა ყველაფერი, ახლა მთავრობაზეა დამოკიდებულიო.
უტიფრობა ცხოვრების და პოლიტიკის წესად ექცათ.
ანუ, მათი აზრით, თუ მოგვცემენ მორიგ სტატუსს, ნაცმოს აქციების და ხალხის დამსახურება იქნება, თუ არ მოგვცემენ – ხელისუფლების ბრალი.
ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების ტრიოს შექმნა და ამ ტრიოში წლების მანძილზე ლიდერობა ნაცმოძრაობის და აქციების დამსახურებით მოხდა, თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო და უწყებრივი რეგულაციების გატარებით?
როცა ფიქრობ ერთს და ლაპარაკობ მეორეს – უტიფრობაა; როცა ფიქრობ ერთს, ლაპარაკობ მეორეს და აკეთებ მესამეს – მავნებლობა.
ეს კოლექტიურ ნაცმოძრაობას გეხებათ: სიმართლე იცით, ამბობთ საპირისპიროს, სიტყვით კანდიდატის სტატუსი გინდათ, საქმით საპირისპიროს აკეთებთ.
თქვენი აქციები, მთელი თქვენი პროპაგანდა და საერთაშორისო აქტივობა ემსახურება სტატუსის მიღების ჩაშლას. იგივე იყო შარშან.“ - წერს სალუქვაძე.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია მაისში წარადგენს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ. „გაფართოების შესაბამისი ანგარიში მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია ექვსი თვე, მაგრამ სამუშაო ვერსია ამჟამად არის – რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“,- წერს რიკარდ იოზვიაკმა.
0
0