
მათე დევიძე სიმბოლოა იმისა, რისიც სისტემას ეშინია! - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თმით, 21 წლის ახალგაზრდის დაპატიმრება არის რეჟიმის აღიარება, რომ მას მართვა აღარ შეუძლია.
“როცა 21 წლის ახალგაზრდას აზრის გამო აკავებენ, ეს უკვე ერთი ადამიანის საქმე არ არის - ეს არის რეჟიმის ოფიციალური აღიარება, რომ მართვა აღარ შეუძლია.
ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! ვიბრძვით მომავლისთვის, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ - თავისუფალი, განათლებული, ძლიერი და განვითარებული.
თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს და გამარჯვება საქართველოს!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
0
0