
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოადგილის, პაატა მუჯირის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო მგზავრებს ბილეთების ღირებულების 100% აუნაზღაურდებათ.
როგორც მუჯირმა განაცხადა, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია, თუმცა ექსპერტების დასკვნის გარეშე მოძრაობა ვერ აღდგება.
მისივე თქმით, ყველა რეისი ხვალ დილამდე არის შეჩერებული.
„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო დაზიანდა საკონტაქტო ქსელი და საქართველოს რკინიგზის ლიანდაგები. გამომდინარე აქედან, მოგვიწია მატარებლების გაჩერება უახლოეს სადგურებში. ამის შემდეგ მოვახდინეთ სექციების დაბრუნება საწყის ლოკაციებზე. ბოლო დღეების დისკომფორტი გამოწვეულია საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და უხვი ნალექის გამო.
ბილეთების ღირებულების 100-ვე პროცენტი უბრუნდებათ მგზავრებს. ექსპერტები, გეოლოგები, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია. ველოდებით დასკვნას ექსპერტებისგან. როდესაც გვექნება ინფორმაცია, რომ გადაადგილება უსაფრთხო იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მატარებლები მოძრაობის განახლება. ამ მონაცემებით, ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია“, – აღნიშნა პაატა მუჯირმა.
0
0