
საქართველოს მთავრობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნით დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით. დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის ფედერაციის „გამაღიზიანებლად“ აქციოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად... არის მთავრობა... რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი წავიდა უკვე, ისინი (პრემიერი და საქართველოს მთავრობა - რედ. ) ამბობენ: „იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს“ - განაცხადა ლავროვმა ტელეარხ „რუსეთი 24“-თან და სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
მან დასძინა, რომ ეს „აკმაყოფილებს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს“.
„თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ასევე სურთ საქართველო გადააქციონ სხვა "გამაღიზიანებლად", დააბრუნონ სააკაშვილის დროინდელი ის აგრესიული დრო" - აღნიშნა ლავროვმა.
0
0