(1)-share.jpg)
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, როდესაც ოპოზიცია ე.წ. ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, მათ სურთ, დავით კეზერაშვილს ინფორმაცია მიუტანონ.
„როდესაც შენ რაღაც ფორმით გაქვს შეხება ამ ფაქტთან, რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, რომ გამოძიებას სათავეში შენ ჩაუდგე? აქ უფრო საქმე იმასთან გვაქვს, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება მალე მიუტანონ თავიანთ დამფინანსებელს, დავით კეზერაშვილს ინფორმაცია, თუ რა ხდება მის თავს საქართველოში“, - აცხადებს ბექა ოდიშარია.
აღმაშენებლის 75 ნომერში სავარაუდო დანაშაულებრივ ქოლცენტრზე ინფორმაცია „ქრონიკამ“ მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ შენობის 25%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე, თავად ფართი კი გაქირავებულია მიხეილ არახამიაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას ძმაა.
0
0