
„მინდა სრული გულწრფელობით ვთქვა: ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთის თვალთმაქცური მოლაპარაკებებისა და დღევანდელი ქმედებების მიღმა მტრული გეოპოლიტიკური მიზნები დგას. მათ არ სჭირდებათ, ძლიერი და სუვერენული რუსეთი. გვაპატიეთ ან ჩვენი დამოუკიდებელი კურსი, ან ის, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია ბოლომდე ჩატარდება.
„რუსულ ჯარებს მხოლოდ დონბასში რომ ემოქმედათ, ამით საკითხი არ მოგვარდებოდა“, - აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინის ხელისუფლებას იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებით სისხლის ღვრისკენ უბიძგებს.
„პირველად მინდა ვთქვა, სპეცოპერაციის დასაწყისშივე, სისხლის ღვრის თავიდან აცილების მიზნით, კიევის ხელისუფლებას ვთხოვეთ არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში, არამედ უბრალოდ გამოეყვანათ ჯარები დონბასიდან“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ უკრაინაში ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულ საქმეს.
0
0