
ირანს არ სურს ისრაელთან ომის გაფართოება, მაგრამ ნებისმიერ თავდასხმას პროპორციულად უპასუხებს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
როგორც „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, ეს განცხადება ფეზეშქიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის აგრესიამ ირანში მშვიდობიანი მოსახლეობა, მეცნიერები და სამხედრო ლიდერები მოკლა.
„ირანს ეს ომი არ დაუწყია, მაგრამ პროპორციულად უპასუხებს თავდასხმებს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
ამასთან, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის მონაწილეობა აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებში „მხოლოდ სიონისტური რეჟიმის თავდასხმების შეწყვეტაზეა დამოკიდებული“.
როგორც მედია წერს, ერდოღანმა ფეზეშქიანს განუცხადა, რომ თურქეთი მზადაა, „შუამავლის როლი შეასრულოს კონფლიქტის დეესკალაციისა და ბირთვული მოლაპარაკებებისკენ დაბრუნების ხელშესაწყობად“.
0
0