24/04/2024
11:00
მსოფლიო
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც საჯარო უნივერსიტეტების დაფინანსების შემცირებას აპროტესტებენ.
ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის რექტორის რიკარდო გელპის განცხადებით, დაწესებულება შეიძლება სამი თვით დაიხუროს, თუ ის მეტ დაფინანსებას არ მიიღებს.
როგორც ცნობილია, 2023 წელს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მაილიმ განაცხადა, რომ საჯარო სექტორის დაფინანსება მასშტაბურად შემცირდებოდა. 2024 წელს, მისმა მთავრობამ უნივერსიტეტების დაფინანსება 2023 წლის დონეზე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ ბიუჯეტი რეალურად 80%-ით შეამცირა.
მაილის განმარტებით, დაფინანსების შემცირება გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები სოციალისტური ინდოქტრინაციის ცენტრების ფუნქციას ასრულებს.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024