
პრინცი ჰარი ავტობიოგრაფიულ წიგნში „Spare“ („სათადარიგო“) წერს, რომ მას ფიზიკურად თავს დაესხა უილიამი მეგანთან ქორწინების გამო დაპირისპირების დროს.
როგორც სასექსის ჰერცოგმა ITV-ის ჟურნალისტს, ტომ ბრედბის, ინტერვიუში განუცხადა, ის და მისი ძმა ბავშვობაში "ყოველთვის ჩხუბობდნენ", თუმცა ამჯერად მომხდარი ინციდენტისას "დაპირისპირების სხვა მიზეზი იყო".
„მასში უკიდურესი სიბრაზე ამოვიკითხე", - თქვა ჰარიმ.
”დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თერაპიულ სესიებს რომ არ ვიტარებდე და არ შემეძლოს ამ ბრაზისა და იმედგაცრუების ატანა, უილიამს 100%-ით დარტყმაზე დარტყმით ვუპასუხებდი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ძმა და მამა ჩემს წიგნს გადაშლიან, თუმცა მაინც იმედს ვიტოვებ, რომ წაიკითხავენ", - აღნიშნა ჰარიმ.
ინტერვიუში ჟურნალისტმა ტომ ბრედბიმ პრინც ჰარის სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა სამეფო ოჯახთან შერიგების ალბათობაზე.
”ამ მომენტამდე მათ [სამეფო ოჯახის წევრებმა] არ გამოავლინეს არანაირი სურვილი შერიგებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რამდენად აწუხებთ სინდისი და უფრთხილდებიან თუ არა ისინი რეპუტაციას. იცით, დუმილი მოძალადეს საშუალებას აძლევს ის ბოროტად გამოიყენოს, არა? ასე რომ, წარმოადგენა არ მაქვს, როგორ გააუმჯობესებს მდგომარეობას ეს დუმილი,“ - თქვა ჰარიმ.
0
0