
როგორც The Washington Post-ი წერს, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თხოვნით მიმართა, რომ აშშ-ში რამდენიმე ქვეყნიდან იმპორტზე დაწესებულ ახალ გადასახადებს გადახედოს.
"შაბათ-კვირას, ილონ მასკმა სოციალურ მედია-პლატფორმებზე კომენტარები გამოაქვეყნა, რომლებშიც საჯარო უთანხმოება გამოხატა სავაჭრო პოლიტიკის, კონკრეტულად ტრამპის აგრესიული სატარიფო გეგმების, შესახებ პიტერ ნავაროს (აშშ პრეზიდენტის მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში) შეხედულებებთან დაკავშირებით. ილონ მასკი პირადად დაუკავშირდა პრეზიდენტ ტრამპს და ტარიფებზე გადახედვის თხოვნით მიმართა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: ტრამპი ჩინეთს იმპორტზე ახალი 50-პროცენტიანი გადასახადის დამატებით დაემუქრა“, - წერს გაზეთი.
ტრამპის განცხადებით, ის დაუყოვნებლივ აამოქმედებს ახალ ტარიფებს, თუ პეკინი საპასუხო ზომებს არ გააუქმებს.
0
0