
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავაროს, ელექტრომობილების ფირმა Tesla-ს შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო, საჯაროდ „სულელი“ უწოდა.
,,ნავარო უკიდურესად სულელი და უინტელექტოა. შეიძლება დადასტურდეს, რომ ნავაროს პრეტენზიები არ არის მხოლოდ მოსაზრებები, არამედ - აშკარა სიცრუე“, - წერს მასკი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
ილონ მასკმა აღნიშნული განცხადება ნავაროს ინტერვიუს საპასუხოდ გაავრცელა, რომელშიც ექსპერტმა მასკი გააკრიტიკა.
"[ის] არ არის მანქანების მწარმოებელი. ხშირ შემთხვევაში, ის მანქანების ამწყობია. თუ გადახედავთ ჩვენს ავტოინდუსტრიას, ამერიკელი ავტომწარმოებლები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი უცხოური, კერძოდ, გერმანული კომპონენტებით მანქანების აწყობაზე, ვიდრე საკუთარი მოწინავე კომპონენტების შექმნაზე, როგორიცაა ძრავები და ტრანსმისია. თუმცა აშშ დააბრუნებს თავის საწარმოო ბაზას, რაც რეალურად განაპირობებს მუშაკებისთვის უფრო მაღალ ხელფასს და კომპანიებისთვის - უფრო მეტ მომგებიანობას," - თქვა ნავარომ.
0
0