27/02/2023
12:52
მსოფლიო
Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა მედია თეთრკანიანებისა და აზიელების მიმართ რასიზმში დაადანაშაულა. მასკი The Los Angeles Times-ის, The Washington Post-ისა და USA Today-ის მიერ კომიქსის - დილბერტი გაუქმებას გამოეხმაურა.
კომიქსის გაუქმების მიზეზი ავტორის, სკოტ ადამსის კომენტარი გახდა შავკანიანებთან დაკავშირებით. ადამსმა შავკანიანები სიძულვილით აღსავსე ჯგუფად მოიხსენია, რადგან მისივე თქმით, ისინი მის YouTube-ის გვერდზე რასისტულ კომენტარებს წერენ. ამასთან, კომიქსის ავტორმა თეთრკანიანებს ურჩია "გაეცალონ შავკანიანებს".
"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს მედია რასისტული განწყობით გამოირჩეოდა ყველას მიმართ, ვინც თეთრკანიანი არ იყო. დღეს ისინი რასისტები არიან თეთრკანიანებისა და აზიელების მიმართ.
იგივე ხდება ამერიკის ელიტურ კოლეჯებსა და საშუალო სკოლებში.
იქნებ ეცადათ, რომ არ ყოფილიყვნენ რასისტები". - წერს მასკი Twitter-ზე.
0
0