
მასკმა დამარწმუნა, რომ აშშ-ს მისი ფულის გამოყენებით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის ინტერესი არ აქვს და გამაფრთხილა, USAID-ის ბრიუსელით ჩანაცვლების საშიშროების შესახებ - ეს განცხადება აშშ-ში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩასულმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ფეისბუქგვერდზე გააკეთა.
ბრატისლავაში ჩასულ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ნაცვლად, აშშ-ში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით აცნობა სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მილიარდერ ილონ მასკთან, რომელსაც მან 10 თებერვალს ღია წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ინფორმაციის მიწოდება საგარეო დახმარების გაწევისთვის გამიზნული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიისთვის გაცემული გრანტების შესახებ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ილონ მასკმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ში ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეწყვიტონ ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში რადიკალური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც დაიღუპებიან მათი დაფინანსების გარეშე.
"ჩვენ საუბრის პირველი საკითხი იყო გაუქმებული სააგენტო USAID, რომელიც შედარებით დიდ ფინანსებს აძლევდა სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, ისინი კი ამ ფინანსების გამოყენებით ახორციელებდნენ ანტისამთავრობო საქმიანობას. მასკმა დამარწმუნა, რომ „ეს ეპოქა დასრულდა და ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული ამერიკის ფულის გამოყენებით სახვა ქვეყნების შიდა საქმეებში“.
ამასთან ერთად, "მასკმა გამაფრთხილა, რომ USAID-ის როლი შესაძლოა ბრიუსელმა აიღოს. ჩვენ მოგვიწევს ამის წინააღმდეგ ზომების მიღება ევროკავშირის ფარგლებში“, - ამბობს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.
0
0