
პოლონური საინფორმაციო პორტალ Gazeta.pl-ის თანახმად, მილიარდერ ილონ მასკის ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც ის დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.
,,ექსპერტების განცხადებით, საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების საბაზრო ფასი მკვეთრად დაეცა და კომპანიამ ასტრონომიული თანხით - $90 მილიარდით - იზარალა.
28 თებერვალს, Tesla-ს აქციები 8%-ზე მეტით - 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე - დაეცა. ამრიგად, ილონ მასკის კომპანია ამჟამად $1 ტრილიონზე ნაკლებად ფასდება,’’ - წერს Gazeta.pl-ი.
Bloomberg-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება 2025 წლის დასაწყისიდან 89,4 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა, მისი აქტივების ჯამური ღირებულება კვლავ 300 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
0
0