
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უნდა გადადგეს, გადავიდეს ნეიტრალურ ქვეყანაში და მიიღოს ამნისტია. ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება „უკრაინაში დემოკრატიაზე მშვიდობიანი გადასვლის სანაცვლოდ“.
ეს იყო მასკის გამოხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომომლის თანახმადაც, როდესაც უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდება, დასრულდება ზელენსკის პრეზიდენტობაც.
ერთი დღით ადრე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ზოგიერთი თანაშემწე დაჟინებით მოითხოვს ზელენსკის გადადგომას, როგორც ნებისმიერი შესაძლო შეთანხმების ნაწილს, მათ შორის რუსეთთან.
0
0