12/10/2022
11:53
მსოფლიო
მილიარდერმა ილონ მასკმა უარყო ინფორმაცია, რომ უკრაინაში "მშვიდობის დამყარების" გეგმის გამოქვეყნებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.
პოლიტიკური რისკის საკონსულტაციო კომპანიის, Eurasia Group-ის ხელმძღვანელმა, იან ბრემერმა, 10 ოქტომბერს აღნიშნა, რომ მასკმა მას პუტინთან საუბრის შესახებ უამბო. ბრემერის თქმით, საუბარი მანამდე შედგა, სანამ მილიარდერი ტვიტს გამოაქვეყნებდა და უკრაინას ყირიმის სამუდამო დათმობისკენ მოუწოდებდა.
მასკმა ისევ Twitter-ზე განმარტა, რომ პუტინთან ომზე საუბარი არ ჰქონია და დამატებით აღნიშნა, რომ მსგავსი რამ "უაზრო იქნებოდა, რადგან რუსეთისა და უკრაინას მოთხოვნები ერთმანეთისგან ისევ შორსაა".
"არა, არ არის ასე. პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ისიც 18 თვის წინ. განსახილველი საკითხი კი კოსმოსი იყო", - წერს მასკი.
0
0