
ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი ეთანხმება თავისი პარტნიორის მოსაზრებას, რომ უკრაინამ ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინის რაიონები რუსეთს უნდა გადასცეს. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
როგორც X-ში ვენჩურული ფონდის პარტნიორმა დევიდ საქსმა დაწერა, რომელთანაც მასკს ხშირად აქვს მიმოწერა, თუ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ახლა ხელს არ მოაწერს, ის ხარკოვს, ოდესას, ხერსონის დარჩენილ ნაწილს და „კიდევ ბევრს სხვა რამეს დაკარგავს. ამ წერილის საპასუხოდ მასკმა დაწერა - „თქვენი შეფასება ზუსტია“.
მასკი უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციას ადრეც აფიქსირებდა. 11 ნოემბერს მან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მან „უკრაინელი ახალგაზრდები სანგრებში სასიკვდილოდ არ გაწიროს“.
მასკი ამბობდა, რომ ფრონტზე სიტუაცია ისეთია, რომ უკრაინელთა შეტევას ძალზე დიდი მსხვერპლი მოჰყვება.
0
0