
სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა.
„ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსების გამოყენებით. ჩართულია ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი და/ან ქვეყანა“, - აღნიშნა ილონ მასკმა.
ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა კვლავ დაწერა, რომ X-ზე წვდომა შეზღუდული იყო.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მომხდარში დიდი კოორდინირებული ჯგუფი, ან ქვეყანა მონაწილეობდა.
ორშაბათს, Downdetector-ის, ვებგვერდს, რომელიც ადევნებს თვალყურს პოპულარული ინტერნეტ რესურსების გათიშვასა და გამორთვას, რამდენიმე ქვეყანაში სოციალური ქსელის X-ის მომხმარებლებმა ორჯერ აცნობეს სოციალური ქსელის მასშტაბური გათიშვის შესახებ. მომხმარებლები, ძირითადად, უჩივიან მობილური აპლიკაციისა და ვებგვერდის მუშაობას, ასევე ფიქსირდება სერვერთან დაკავშირების პრობლემები.
0
0