12/08/2023
16:22
მსოფლიო
აშშ-ში, ფლორიდის შტატში მცხოვრებმა კაცმა ორი დღე გაატარა ღია ზღვაში წმინდა ავგუსტინეს სანაპიროსთან. ამის შესახებ CNN იტყობინება.
25 წლის ჩარლზ გრეგორი სათევზაოდ წავიდა თავისი მსუბუქი, 3,7 მეტრიანი ბრტყელძირიანი ნავით. მოქცევა იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე ის მოელოდა და ერთ-ერთმა ტალღამ კაცი წყალში ჩააგდო. მეთევზემ მოახერხა ნავში ჩასვლა, მაგრამ ის დინებამ ზღვაში სწრაფად გაიტაცა.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამერიკელი სიცოცხლისთვის იბრძოდა. როგორც თავად ჰყვება მისი ნავის მახლობლად ზვიგენები ტრიალებდნენ. მზეზე ძლიერი დამწვრობა მიიღო და მედუზამ არაერთხელ დაკბინა.
მაშველებმა დაკარგული მეთევზე სანაპიროდან 19 კილომეტრში ჰაერიდან შეამჩნიეს და მისი გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილი კაცი ახლა ღია ზღვაში მიღებულ დაზიანებებს მკურნალობს.
0
0