
გადაცემაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა.
ბაცმანმა სტუმარს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვა კითხვები.
„რასაც ახლა მთელი მსოფლიო განიხილავს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებია. კარგი ლოზუნგებით გამოდიან პროტესტის მონაწილეები. ცენზურის გამო ყველა დეტალს არ ვიტყვი. უცენზურო სიტყვებით იხსენიებენ პუტინს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მას ემორჩილება, მისი ვასალია და პუტინის ნებას ასრულებს. ასეთი კითხვა მაქვს: ნუთუ საქართველო მართლა იღვიძებს, ნუთუ საქართველოში ეს ყველაფერი ესმით? სადამდე მივა ეს პროტესტი, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია და თუ კი, დაიწყებენ თუ არა ისინი ბრძოლას აფხაზეთისთვის, გახსნიან თუ არა მეორე ფრონტს, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ჩვენ ხომ მათთვის და ყველასთვის ვიბრძვით და მეორე კითხვა: რატომ არ ათავისუფლებენ სააკაშვილს, იმიტომ რომ ეს არის პრეზიდენტი, რომელმაც გაათავისუფლა და ააღორძინა საქართველო“, - ასეთი იყო ბაცმანის კითხვა, რაზეც შუსტერმა უპასუხა:
„ქართველ ხალხს, ყოველ შემთხვევში მათ მცირე ნაწილს, უნდა დემოკრატიაში და თავისუფლებაში ცხოვრება. ძალიან კარგია, რომ ქართველები გამოვიდნენ და მიხვდნენ, როგორი ხელისუფლება ჰყავთ, უფრო სწორად ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ბოლო წვეთი უცხო აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო.
უხეშად რომ ვთქვათ, მათ მიხეილ სააკაშვილის დაკავება თითქმის „გადაყლაპეს“. სააკაშვილი დააკავეს, კარგი - მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მაგრამ შემდეგ ის რასაკვირველია უნდა გაეთავისუფლებინათ, მაშინ რომ ხალხი გამოსულიყო, არ იქნებოდა ის, რაც ახლა ხდება“, - განაცხადა შუსტერმა.
0
0