
ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების ბრალდებები, დასმენები მიიღებს ალბათ უფრო აქტიურ ხასიათს, შეიძლება, გახდეს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების საფუძველიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც სისტემა დაფუძნებულია კორუფციაზე, სხვისი ინტერესების უგულებელყოფაზე და პირად ინტერესებზე.
„პოლიტიკური ისტერია ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში აღწევს კულმინაციას, ისევე როგორც კლანური ბრძოლები, მათ შორის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები, დასმენები მიიღებს ალბათ უფრო აქტიურ ხასიათს, შეიძლება გახდეს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების საფუძველიც, ამიტომ არ გამოვრიცხოთ, რომ ივანიშვილის ბანდის ყოფილი წევრი, რომელიც სამიზნედ იქცა პროპაგანდის, გახდება საფუძველი სხვა წევრებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის, ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც სისტემა დაფუძნებულია კორუფციაზე, პირად ინტერესებზე. ამ დროს ხდება ხოლმე ასეთი კლანური ბრძოლები, დასმენები, ურთიერთბრალდებები და საქმეების აღძვრები“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0