მასაჩუსეტსის საჯარო ბიბლიოთეკები დაგვიანებული წიგნების სანაცვლოდ კატების ფოტოებს მიიღებენ. გადაწყვეტილება დაზიანებული წიგნების ჩაბარებაზეც ვრცელდება. ბიბლიოთეკები წლის ყოველ თვეს გარკვეულ თემატიკას არგებენ. 2024 წლის მარტი სწორედ კატებს ეძღვნებათ. პროექტის სახელწოდებაა March Meowness.
მკითხველები დაგვიანებული/დაზიანებული წიგნების მიტანისას ჯარიმისაგან თავის არიდებას კატების ფოტოებით, ნახატებით ან ჟურნალებიდან ამოჭრილი ნიმუშებით შეძლებენ. როგორც BBC წერს, პროექტის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ბიბლიოთეკებს ასობით შესაბამისი ფოტო დაუგროვდათ.
„გვინდოდა, ფულადი ჯარიმის ჩასანაცვლებლად ორიგინალური სქემა მოგვეფიქრებინა. მკითხველებს წიგნების გატანა 2 თვის ვადით შეუძლიათ. ბევრ მათგანს დროულად დაბრუნება ხშირად ავიწყდება. მსგავსი ინიციატივა მათ პასუხისმგებლობებსაც შეახსენებს და უფრო სახალისოს გახდის მთელს პროცესს", - ამბობს მასაჩუსეტსის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ჯეისონ ჰომერი.
პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკებში კატების ფოტოებისა და ნახატების საჯარო გამოფენებიც ეწყობა. ამასთან, კვირაში ერთხელ მკითხველებს დიდ ეკრანებზე კატებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების ნახვაც უსასყიდლოდ შეუძლიათ.
0
0
ზელენსკი ეშმაკი კაცია - დონალდ ტრამპი
05/05/2026