01/02/2026
23:03

„მას სურს სათავეში ჩაუდგეს ევროპას, შესაძლოა მთელ მსოფლიოსაც. მას დაახლოებით ერთი კვირა აქვს“ — წერდა ეპშტეინი ემანუელ მაკრონის შესახებ.
საფრანგეთის პრეზიდენტის სახელი ფიგურირებს ფინანსისტი-პედოფილის, ეპშტეინის მიმოწერაში იმ ადამიანთან, რომლის ვინაობაც გამოძიებამ ამ დღეებში გასაჯაროებულ ფაილებში დამალა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფინანსისტს დახმარებას სთხოვდა თავისი პოლიტიკური სტრატეგიისთვის იდეების შემუშავებაში;
იდეების განხილვა ტელეფონით ან მიმოწერით იყო შეთავაზებული. იმ პირის ვინაობა, ვისთანაც ეპშტეინი მაკრონის თხოვნასთან დაკავშირებით მიმოწერას აწარმოებდა, არ სახელდება.
ეპშტეინი წერს თავის თანამოსაუბრეს: „თქვენი დახმარება მჭირდება. ის თითოეულ ჩვენგანს სთხოვს, წარვუდგინოთ გარღვევის მომტანი და გააზრებული იდეები. პრაქტიკულად ნებისმიერ საკითხზე: ინსტიტუტები, პოლიტიკა, მეცნიერება და ა.შ. მას სურს სათავეში ჩაუდგეს ევროპას, შესაძლოა მთელ მსოფლიოსაც. მას დაახლოებით ერთი კვირა აქვს“
— „კარგით, მზად ვარ განვიხილო შაბათ-კვირას“
მიმოწერა დათარიღებულია 2018 წლის აგვისტოთი, როდესაც მაკრონის ადმინისტრაციისთვის შიდაპოლიტიკური კრიზისი მწვავდებოდა. მოგვიანებით, ქვეყანაში „ყვითელი ჟილეტების“ ყველაზე მასშტაბური პროტესტები დაიწყო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფრანგ ბანკირთან, არიან დე როტშილდთან მიმოწერისას ეპშტეინი ამტკიცებდა, რომ უკრაინული „მაიდანი“ „უამრავ შესაძლებლობას“ გააჩენდა.
0
0